აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, სპორტულ ცენტრ „იმედში“, მინი-ფეხბურთში ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გავიდა – გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მონაწილეები.
გამარჯვებულს და პრიზიორებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალიამ თასები, მედლები და დიპლომები გადასცეს.
საფეხბურთო ტურნირი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ქვეპროგრამა „აფხაზეთის სპორტული ტურნირების“ ფარგლებში გაიმართა.