“სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის” სერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კომპაქტურ ჩასახლებაში საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა
“სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის” სერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კომპაქტურ ჩასახლებაში საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით 6 აპრილს “სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის” სერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზღვის კომპაქტურ ჩასახლებაში საფეხბურთო ამხანააგური შეხვედრა გაიმართა.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთვის აღნიშნულ თარიღს ორმაგი დატვირთვა აქვს. უპირველეს ყოვლისა მშვიდობას ალეტრნატივა არ აქვს, უნდა აღვნიშნოთ, რომ სპორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტია მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ჩვენ წლების განვლობაში, მხარდამხარ ერთ მოედანზე, იდენტური იდეალებისთვის ვისწრაფვით. ამ იდეალების ამოსავალი წერტილი კი, მხოლოდ ერთია: თავისუფლება და მშვიდობა.
აღნიშნული თარიღი აფხაზეთიდან დევნილმა გოგნებმა და ვაჟებმა საფეხბურთო შეჯიბრით აღნიშნეს. ასპარეზობის დასასრულს კი, კომპაქტური ჩასახლების მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სკვერში, უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვსნის უკვდავსაყოფად გამწვანების აქცია მოაწყვეს.
სააგენტო ყოველწლიურად უერთდება ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და კვლავ ვერთვებით „თეთრი ბარათის“ („#WhiteCard“) კამპანიაში, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა.