სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე ჯანო ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღომო გაიმართა
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე ჯანო ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღომო გაიმართა.
ჯანო ჯანელიძე აფხაზეთის დამსახურებული არტისტი და პოეტი გახლდათ, რომელიც 1992 -2004 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის პოზიციას იკავებდა.
საღამოზე მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს ჯანო ჯანელიძის ცხოვრების არაერთი ეპიზოდი, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე. ღონისძიებას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.