დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

“სიყვარულით თქვენთვის“ საგანმანათლებლო შეხვედრა ილია ჭავჭავაძის მუზეუმში
პარასკევი, der 21. მარტი 2025
by

“სიყვარულით თქვენთვის“ საგანმანათლებლო შეხვედრა ილია ჭავჭავაძის მუზეუმში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ.

მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის “თოჯინების ისტორია“ ფარგლებში, ახალგაზრდა მონაწილეებმა თოჯინები საკუთარი ხელით შექმნეს.

ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და სააგენტოს დირექტორმა ანეტა კიტიამ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ქვეპროგრამა “სიყვარულით თქვენთვის“ ფარგლებში გაიმართა.

Share: