სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
სენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ”თეთრი ტალღა”/ Tetri Talga – ს სპექტაკლი „გამარჯობა სოხუმო“ გაიმართა, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობის, „ჰელადოსი“ და გურამ ოდიშარიას რომანის, „სოხუმში დაბრუნება“- მიხედვით იყო წარმოდგენილი.
წარმოდგენის დასრულების შემდგომ კი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.