29 სექტემბერს სსიპ “კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა” და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა.
ახალგაზრდები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ და უნიკალურ ექსპოზიცია დაათვალიერეს. მუზეუმის ტურის შემდგომ კი, ცნობილ ქართველ მხატვარ ელდარ ქავშბაიასთან ერთად ფერწერული ნამუშევრები შეასრულეს თემაზე: “წელიწადის ოთხი დრო აფხაზეთში”.
ახალგაზრდების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით კალენდრის სახით დაიბეჭდება.