აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატთან ერთად ახორციელებს პროექტს სახელწოდებით, „სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“.
პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 50-მდე ახალგაზრდა ძამას ხეობაში სამდღიან ლაშქრობაში მიიღებს მონაწილეობას.
ლაშქრობა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს და საინტერესო შემეცნებით აქტივობებს, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ ნაწილს. ახალგაზრდები გაეცნობიან, სკაუტინგის პრინციპებს, ექსტრემალურ პირობებში თვითგადარჩენის ხერხებს. აღნიშნული პროექტის მიზანია მონაწილეებმა გამოიმუშავონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები როგორიცაა: გუნდურობა, კრეატიული აზროვნება, პირველადი დახმარება, ლიდერობა და ა.შ.
ზემოაღნიშნული აქტივობების პარალელურად გაიმართება სხვადასხვა სახის ვორქშოპები.