აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, დაიწყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი სახელწოდებით, „ნორჩი ფეხბურთელები“.
პროექტში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი ოცხადუთი ახალგაზრდა იღებს, რომლებიც 10 დღის განმავლობაში „სფფ – აკადემია რუხიში“ საზაფხულო სპორტული შეკრებაში იღებენ მონაწილეობას, რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება.
საფეხბურთო წვრთნებს ახალგაზრდებს, კვალიფიციური სპეციალისტები უტარებენ. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სპორტსმენებს მრავალპროფილური გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით კი, შეკრების პარალელურად მოზარდები საქართველოს რამდენიმე კუთხეს ეწვევიან.