სააგენტოს ინიციატივით, დაიწყო საპილოტე შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „ ამბები აფხაზეთიდან“
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, დაიწყო საპილოტე შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „ ამბები აფხაზეთიდან“.
შეხვედრების ციკლის ფარგლებში ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე საჯარო და კერძო სკოლებს ეწვევიან, სადაც ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, ისტორიული და კულტურული კონტექსტი. აღნიშნული აქტივობის მიზანია, საერთო წარსულის მქონე ქართველი და აფხაზი თანატოლების დაახლოება და მათ შორის მეგობრული ურთერთობების განმტკიცება.
პირველი შეხვედრა საერთაშორისო აკადემია ლოგოსი • Logos International Academy -ში გაიმართა, რომელსაც პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი უძღვებოდა. საუბრის დასასრულს ბლიც-ვიქტორინა გაიმართა, ხოლო გამარჯვებულებს სააგენტოსგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.