რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც მონაწილეობს.
შეჯიბრის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრების წევრმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა მოასპარეზე ალექსი თოდუამ, 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ვულოცავთ ალექსის საერთაშორისო წარმატებას.