დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

რიწა 1 2020
შაბათი, der 2. მაისი 2020
by

რიწა 1 2020

ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი ნანა ქარდავა:
“მადლობელი ვარ მოლოცვებისთვის. გუშინ გამოვიდა ჟურნალ ,,რიწის” პირველი ნომერი, როგორ ველოდი და რამხელა გეგმები მქონდა! ყველაფერი გადაწია კორონამ, იმედია დროებით. მთავარია, რომ ზუსტად იმ ვადებში გამოვეცით, როგორც დავთქვით! და კიდევ უფრო მთავარია, რომ გამოვიდა დღეს – ზვიად გამახურდიას დაბადების დღეს! ჟურნალი ხომ მის ლიტერატურულ მოღვაწეობას ეხება. ჯერ მხოლოდ გარეყდის ფოტოსურათი მაქვს და მასზე მოგახსენებთ: ეს გახლავთ, ანდრო ვეკუას ინსტლაცია, რომლის თანახმადაც სახლიდან გამოძევებულია მხოლოდ ტანი, ხოლო თავი ( საზრისი, გონი, აზრი) ისევ სახლშია! სხვათაშორის, ეს ვეკუების სოხუმის სახლის მაკეტია, სადაც არაერთხელ მინახავს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.

 

პირველი პრეზიდენტიც ხომ დევნილი იყო ,,რიწასავით” საკუთარი სახლიდან, ქვეყნიდან და ,,აფსუა აბაადან” (აფხაზეთში, ლიძავაში გამსახურდიების სახლის სახელი) ამიტომაც, სწორედ ეს ინსტალაცია შევარჩიე, მიმაჩნია, რომ ის საუკეთესოდ გამოხატავს ჟურნალის სულისკვეთებას! კორონას რომ გადავაგორებთ, საშუალება გვექნება შევხვდეთ ერთმანეთს სხვადახვა სივრცეში და ვიმსჯელოთ, ჟურნალში დაბეჭდილი ძალიან კარგი ავტორების არაჩვეულებრივ შემოქმედებაზე და რასაკვირველია, თავად ზ. გამსახურდიას კრიტიკას, ლექსებსა და თარგმანებს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ! გახარებული ვარ, მგონია, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ძალიან დიდი მისია შევასრულე . არაფერმა შეგაშინოთ – ყველა ოცნება ახდენადია!”.
ჟურნალი გამოდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის მხარდაჭერით.

 

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“

ჟურნალი რიწა 

ჟურნალი „რიწა“ ერთგულ მკითხველს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. გადადით ლინკზე, შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და მიიღეთ ჟურნალის 2020 წლის 1-ლი ნომერი სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველ მისამართზე.

📣  კორონავირუსის პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი შეცვალა, მათ შორის არც ჩვენი ორგანიზაციაა გამონაკლისი. თუმცა ზემოაღნიშნული დაბრკოლებების მიუხედავად ჟურნალ „რიწის“ ახალი ნომერი უკვე გამოიცა. 

📣 ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა. პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა, როგორც ქართველი ასევე აფხაზი პოეტების ნაწარმოებები. საომარი მოქმედებების გამო ჟურნალმა არსებობა შეწყვიტა, თუმცა 1994 წელს, განახლებული ჟურნალი მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის, განახლებული დიზაინის,  ხარჯზე,  უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახადა. დევნილი ავტორების გვერდით იბეჭდებოდნენ ცნობილი კლასიკოსები: ოთარ და თამაზ ჭილაძეები, გურამ დოჩანაშვილი, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანი და სხვები.

 📣 ჟურნალის ახალი ნომერი ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და ლიტერატურულ მოღვაწეობას ეძღვნება, სადაც თითოეულ მკითხველს ეძლევა საშუალება გაეცნოს მრავალფეროვან და  საინტერესო თემებს, წერილების თუ რუბრიკებს.

Share: