რეჟისორიმა და მხატვრმა ბექა ქავთარაძემ ახალგაზრდებს უმასპინძლა
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გრძელდება რეჟისორისა და მხატვრის ბექა ქავთარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
ექსპოზიციის მეორე დღეს მხატვარმა ახალგაზრდებს უმასპინძლა. საუბრისას მან აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სოხუმში ცხოვრობდა და ადგილობრივ მსახიობებთან და მხატვრებთან მეგობრობდა. სწორედ, ერთ-ერთი მათგანი, ცნობილი მხატვარი ვალერი არქანია გახლდათ მისი დამრიგებელი და გზამკვლევი მაშინ, როცა მხატვრობაში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
შეხვედრა მხატვარსა და აუდიტორიას შორის ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.