ჟურნალ “რიწის” 2021 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა
ჟურნალ “რიწის” 2021 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალის რედაქტორის, ქალბატონი ნანა ქარდავას ინიციატივით “რიწის” პრეზენტაცია აფხაზეთის სულიერების ცენტრში შედგა.
ახალი ნომრის ძირითადი თემა ქართული ანბანია, რომლის გარეკანს მოქვის უნიკალური ოთხთავის ფოტო ამშვენებს. ჟურნალის ამ ნომერში მრავლად შეხვდებით ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა სადებიუტო პუბლიცისტურ, პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს.
ჟურნალის პრეზენტაციის პარალელურად კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
შეხვედრას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მრჩეველი იოსებ ჭუმბურიძე, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესო სილაგაძე, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალი „რიწის“ ერთგული მკითხველები ესწრებოდნენ.