15 თებერვალს ჟურნალ „რიწის“ სარედაქციო კოლეგიის სხდომა გაიმართა.
მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ნანა ქარდავამ ავტორებს, განახლებული სარედაქციო კოლეგიის წევრები გააცნო. აგრეთვე სხდომაზე შეაჯამეს გასული წელი და განიხილეს სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია.