წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთის ბიბლიოთეკასა და ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, ჟურნალ „იალქნის“ მკითხველებთან შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებმა ჟურნალის „იალქნი“ და „საკოკროჭინოს“ მიხედვით მინი სპექტაკლი და სხვადასხვა სახის ილუსტრაციები წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს, დევნილ ახალგაზრდებს ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა.
„იალქნის“ მკითხველებთან შეხვედრა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ, მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.