ჟურნალ „იალქნის“ აფხაზური ზღაპრების კრებულის, „ნუშა და ანიშა“ პრეზენტაცია
ქალაქ თბილისის საკრებულოში ჟურნალ „იალქნის“ აფხაზური ზღაპრების კრებულის, „ნუშა და ანიშა“ პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულმა პირველად მოუყარა თავი როგორც კლასიკოსი აფხაზი პოეტებისა და მწერლების ფოლკლორის ცნობილ ზღაპრებს, მითებსა და ლეგენდებს ასევე, თანამედროვე ავტორთა გამორჩეულ ნაწარმოებებს.
აფხაზური საბავშვო ლიტერატურის ანთოლოგიამ „ნუშა და ანიშამ“ გააერთიანა 36 აფხაზი შემოქმედის 90-ზე მეტი ნაწარმოები, რაც სიახლეა ქართულ სალიტერატურო სივრცეში.
„წიგნო, რამე ახალი აფხაზურად მიამბე“ – ამ სახელწოდებით აუდიტორია „იალქნის“ ახალ პროექტსაც გაეცნო და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ გამოცემული კიდევ ერთი წიგნის მიხედვით („ზღაპრები აფხაზეთზე“) შექმნილ ზღაპრების აუდიო ვერსიას.
სალომე კაპანაძის ამ წიგნს მიმდინარე წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.