პროექტ „ქსოვილის ახალი სიცოცხლე“ ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით 22 ოქტომბერს, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, პროექტ „ქსოვილის ახალი სიცოცხლე“ ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
პროექტის „ქსოვილის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში 18- დან 55 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილმა პირებმა ქვილთის ხუთი ძირითადი ტექნიკა შეისწავლეს და ამ ტექნიკის გამოყენებით ულამაზესი ნამუშევრები შექმნეს.
„ქვილთი“ უძველესი ტექნიკაა, რომელიც პატარ-პატარა ნაჭრებით, სხვადასხვა ნამუშევრების შექმნას გულისხმობს. ღარიბი ოჯახების გამოსავალი, რომელიც სხვადასვა ნაკუწების შეერთებასა და ქსოვილის შექმნას გულისხმობდა, დღეს ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა ევროპასა და ამერიკაში.