დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

პროექტ „ევროპული არდადეგების“ რიგით მეხუთე, დასკვნითი სემინარი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
ოთხშაბათი, der 5. აგვისტო 2020
by

პროექტ „ევროპული არდადეგების“ რიგით მეხუთე, დასკვნითი სემინარი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

პროექტ „ევროპული არდადეგების“ რიგით მეხუთე, დასკვნითი სემინარი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
კახეთში გამართულ სემინარს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული თბილისსა და რუსთავში მცხოვრები ახალგაზრდები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანია დევნილი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის ზრდა, როგორც აღნიშნულ, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურილ თუ ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, კახეთიში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტი „ევროპული არდადეგები“ ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ხუთ სხვადასხვა მხარეში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა სამასმა ახალგაზრდამ მიიღო.

Share: