დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

პროექტი “მოდა საზღვრების გარეშე”
კვირა, der 21. მარტი 2021
by

პროექტი “მოდა საზღვრების გარეშე”

21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.
2021 წელს 21 მარტის მსოფლიო გზავნილია #ჩვენვაკავშირებთ.
პანდემიამ თითოეულ ჩვენგანს ნათლად დაგვანახა თუ რამდენად მნიშნელოვანია კავშირი საზოგადოების დანარჩენ წევრებთან, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის. სწორედ ამიტომ, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტომ გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით „მოდა საზღვრების გარეშე“. ამ შემთხვევაში ჩვენთვის საზღვრებს ორმაგი დატვირთვა აქვს. უპირველეს ყოვლისა ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა ისევე როგორც, ჩვენ შორის არსებულ სიყვარულს, იდენტურ მისწრაფებებს უკეთესი მომავლისკენ, ვერც ერთი ხელოვნურად აღმართული საზღვარი ვერ შეაჩერებს.
პროექტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისათვის ფოტოსესია გაიმართა, რომელთა ჩაცმულობაზეც ცნობილმა ქართველმა დიზაინერებმა იზრუნეს. მათი დახმარებით, ახალგაზრდებმა მოდელის პროფესია მოირგეს და კარგი გამოცდილება მიიღეს. პროექტის მონაწილეებს კი, მაღაზია „ჭიტამ“ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

Share: