გახსნაზე ახალგაზრდებს ბანაკის ხელმძღვანელებმა მიმართეს და ბანაკის პროგრამა გააცნეს. აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიკა კვარაცხალიამ პროექტის “ევროპული არდადეგები” ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და დასავლური ინტეგრაციის თემებზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გახსნის ცერემონია სახალისო აქტივობებითა და საცეკვაო ნომრებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობას 100-მდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა იღებს.