22-26 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, რაჭაში პროექტი “ევროპული არდადეგები“ გაიმართება.
პროექტში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებს.
„ევროპული არდადეგები“ უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და მათი ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესში; ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევასა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას, ასევე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას.
ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალგაზრდები შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, გაიღრმავებენ ცოდნას და მიიღებენ მონაწილეობას საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.