დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

პროექტი „ევროპული არდადეგები“ გრძელდება!
კვირა, der 26. სექტემბერი 2021
by

პროექტი „ევროპული არდადეგები“ გრძელდება!

პროექტი „ევროპული არდადეგები“ გრძელდება!
შეხვედრა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, სადაც მონაწილეობას ბათუმში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები იღებდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ახალგაზრდებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა.
პროექტი, ასევე მიზნად ისახავს საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და სხვადასხვა რეგიონის/მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ.
სემინარის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისთვის დადიანების სასახლეში სპეციალური ტური მოეწყო.

Share: