დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

პროექტი “ევროპული არდადეგების” რიგით მეოთხე შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიაში გაიმართა
ოთხშაბათი, der 29. ივლისი 2020
by

პროექტი “ევროპული არდადეგების” რიგით მეოთხე შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიაში გაიმართა

პროექტი “ევროპული არდადეგების” რიგით მეოთხე შეხვედრა ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიაში შედგა.

სსიპ “კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის “ევროპული არდადეგების” ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე რიგით მეოთხე  სემინარი ჩატარდა.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია,  ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე  ”კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე ესწრებოდნენ.

პროექტი ასევე მიზანად ისახავს საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას სწორედ ამიტომ,  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დევნილი ბავშვებისათვის ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ექსკურსია მოეწყო.

პროექტში მონაწილეობას 300-მდე დევნილი ახაგაზრდა მიიღებს.

Share: