16 ივლისს, მარტვილში, სალხინოში, პროექტი “ევროპული არდადეგები” დაიწყო.
პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები დაესწრებიან ერთდღიან სემინარებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში. აღნიშნული სემინარები შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს მიიღონ მეტი ინფორმაცია დასავლური ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.
აღსანიშავია ისიც, რომ პროექტი მიზანად ისახავს საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას, სწორედ ამიტომ სემინარები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.
პროექტის გახსნაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სსიპ „კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.