დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის კალთბურთის ტურნირი დასრულდა
პარასკევი, der 16. ოქტომბერი 2020
by

ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის კალთბურთის ტურნირი დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის კალთბურთის ტურნირი დასრულდა.
ტურნირი 13 ოქტომბერს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი საპრიზო ადგილი გუნდმა „ზაზამ“ დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები „ჰუნდაიმ“ და „სოხუმმა“ გადაინაწილეს.
შეჯიბრში მონაწილეობა რვა საკალათბურთო გუნდმა მიიღო და მისი მიზანი: კალათბურთის პოპულარიზაცია და შემდეგი განვითარება, აფხაზეთის მოზარდი თაობის ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება გახლდათ.
ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს ჯილდოს სახით თასები, მედლები და ბურთი გადაეცათ, ხოლო შეჯიბრის საუკეთესო მოთამაშეს, ბომბარდირს, მცველს და ტურნირის აღმოჩენას სპორტული ინვენტარი.
ტურნირს საქართველოს ეროვნული კატეგორიის არბიტრები მსაჯობდნენ.

Share: