აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის საკალათბურთო ტურნირი დაიწყო.
შეჯიბრი 13 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს დასრულდება, მისი მიზანია: კალათბურთის პოპულარიზაცია და შემდეგი განვითარება, აფხაზეთის მოზარდი თაობის ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში.