დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

მწერალთა სახლში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის„აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა
პარასკევი, der 4. ივნისი 2021
by

მწერალთა სახლში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის„აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა

4 ივნისს მწერალთა სახლში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის„აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი, ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ“ 2020 წელს გამოსცა: ქართულ და ინგლისური ენებზე.
26 ოქტომბერს აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველ თავმჯდომარეს (1919 -1921), საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრს დიმიტრი(არზაყან) ემუხვარს დაბადებიდან 140 წელი შეუსრულდა. მან დიდი როლი ითამაშა ქართველთა და აფხაზთა ერთიანობის განმტკიცების საქმეში. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად 4 ივნისს წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია შედგა.
„აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ კარგად ასახავს აფხაზ პოლიტემიგრანტთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას. იმ დიდ წვლილს, რომელიც მათ 1918-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და აფხაზეთის, აფხაზთა, საქართველოს სახელმწიფოსა და ზოგადად ქართულ საზოგადოების ჩამოყალიბებაში შეიტანეს.

Share: