0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
მიმდინარეობს განაცხადების მიღება „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაზე.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის თემაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის, პუბლიცისტური კრებულების, საისტორიო-სამეცნიერო ნაშრომების, კატალოგების, ხელოვნების სფეროს (მხატვრობა, ქორეოგრაფია, თეატრი…) წარმომადგენლებზე მომზადებულ მხატვრულ თუ დოკუმენტური წიგნების გამოცემის ხელშეწყობას.
პროგრამის მიზანია – გამოიცეს აფხაზეთის თემაზე ახალი, საინტერესო, აქტუალური და მრავალფეროვანი ლიტერატურა. ხელი შეეწყოს ახალბედა ავტორებს სამწერლობო გზის გაკვლევაში.
ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს ინიციატივების ფარგლებში შემოსულ ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, იურიდიული ლიტერატურის, ასევე – პერიოდული გამოცემების: ჟურნალი, ალმანახი, გაზეთი, ბუკლეტი – დაფინანსებას;
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე :