0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სპორტულ და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამაზე.
პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობას, სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების/გუნდების ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება/თანადაფინანსებას, ახალგაზრდული ღონისძიებების-ჩატარება/ხელშეწყობას.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს ტურნირების, სხვადასხვა ახალგაზრული შეჯიბრებების, სპორტული და შემეცნებითი სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება/ხელშეწყობას. ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით პროგრამა ინტეგრირებულია როგორც საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებითი კომპონენეტებით. ითვალისწინებს ახალგაზრდების ინფორმირებას სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მათი ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესებში.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განაცხადის წარმოდგენა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (ააიპ, სსიპ, არასამთავრობო ორგანიზაციები, შპს…). აგრეთვე, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებს, სპორტულ ორგანიზაციებს, სპორტულ ასოციაციებს, ოლიმპიურ კომიტეტებს, გუნდებს, კლუბებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე :