„გარდენ ჰოლში“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახაგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს გავაცნოთ საზოგადოებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან.
შერჩეულ გმირებზე მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდგომში გამოქვეყნდება ჟურნალ „სითიში“, ასევე განთავსდება გამომცემლობის ონლაინ პლატფორმასა და სააგენტოს ვებ-გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ უკვე მესამე წელია ტარდება.