სსიპ „ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა“ და გამომცემლობა „სითის“ ერთობლივი პროექტი „მე აფხაზეთისთვის 2020“ იწყება.
ფოტოპროექტი ეძღვნება აფხაზეთს , ადამიანებს, რომლებიც იქ დაიბადნენ და მისი მიზანია წარმატებული ადამიანების წარმოჩენა და გაცნობა. ბევრ მათგანს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს, თუმცა დროა ახალი სახეები ერთად აღმოვაჩინოთ.
ფოტოპროექტის ფარგლებში შეირჩევა ათი ადამიანი და თითოეულ მათგანზე დაიწერება ბლოგი, რომელსაც საზოგადოება ჟურნალ „სითის“ ფურცლებსა და ონლაინ პლატფორმებზე გაეცნობა.
შერჩევის პრინციპი: წარმატებული საქმიანობა, იქნება ეს საინტერესო პროექტი, მიღწეული წარმატება მის საქმიანობაში თუ განათლების სფეროში.
ასაკი : 18 -დან 50 წლამდე
პროექტი ყოველწლიურია და „ მე აფხაზეთისთვის 2020“ -ის გმირების ძიება უკვე დაწყებულია. თუ თქვენ იცნობთ ასეთ ადამიანებს, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. კანდიდატების დასახელების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.
გამოვლენილი ათი გმირი სპეციალური პრიზებით საგანგებოდ მოწვეულ საღამოზე დაჯილდოვდება.