მაგიდის ჩოგბურთში აფხაზეთის ღია ახალგაზრდული პირველობა გაიმართა, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, 130-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.
რეგიონალურ გუნდებს შორის აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ჩოგბურთელთა ახალგაზრდულმა გუნდმა 3 ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედლები ელენე ქობალიამ, მათე ყიფშიძემ და ანასტასია ჩხარტიშვილმა, ვერცხლის – აკაკი გაბიცინაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლები – ბარბარე სიხარულიძემ და ანდრია ჩხარტიშვილმა მიიღეს.
ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ბეჟან ნემსაძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მინისტრის მრჩეველი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია, აფხაზეთის ა/რ რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.