0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე “ ფინალისტები ცნობილია!
ჟიურიმ ფინალური ტურის მონაწილე 10 ახალგაზრდა გამოავლინა:
კონკურსის ფინალისტები იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ. დაგეგმილ წერით სესიაზე ახალგაზრდები ჟიურის წევრებთან ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ. მონაწილეებმა კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა შექმნან ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელიც დასასრულს ერთ წიგნად გამოიცემა. დასკვნით ეტაპზე კი გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.