დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულები ცნობილია
ხუთშაბათი, der 15. დეკემბერი 2022
by

ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულები ცნობილია

მწერალთა სახლში, ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ლიტერატერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ 2022 გამარჯვებულები გახდნენ:

I ადგილი – მარიამ წიწრიაშვილი;

II ადგილი – სესილი ერაგია;

III ადგილი – ანა ერისთავი;

 

„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი  ლიტერატურული კონკურსია, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ  მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.

ლიტერატურული კონკურსი უკვე მეორე წელია ტარდება და პროექტზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მასში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რაც კონკურსს მეტად მასშტაბურს და საინტერესოს ხდის.

ლიტერატურული კონკურსის პარტნიორია: კავკასიის უნივერსიტეტი და გამომცემლობა „ინტელექტი“, რომლებმაც გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს.

კონკურსის ჟიურის წევრი, მწერალი გიორგი კაკაბაძე კრებულის შესახებ:

„კრებულში თავმოყრილი ტექსტები იმდენად ომის საშინელებებზე არაა დაწერილი, რამდენადაც იმაზე, თუ როგორ შეუძლია ომს ადამიანის შეცვლა, მისი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი დასახიჩრება, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდა და სათუთი სულისა. მომავლის მწერლებს სჯერათ, რომ გამარჯვებას სისხლის ღვრითა და ტერიტორიების დაბრუნებით კი არა, უპირველესად, აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან დაახლოებით და ურთიერთნდობის აღდგენით მოვიპოვებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით როდის დათმობს რუსეთი ჩვენს (და არა მხოლოდ) ოკუპირებულ ტერიტორიებს, ის მაინც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ როგორები დავბრუნდებით აფხაზეთში“.

Share: