დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე “ ფინალისტები ცნობილია!
სამშაბათი, der 5. ოქტომბერი 2021
by

ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე “ ფინალისტები ცნობილია!

📣 ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე “ ფინალისტები ცნობილია!
🔹 ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ სამკაციანმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ მწერლები შორენა ლებანიძე, ნინო სადღობელაშვილი და ირაკლი შამათავა ფინალური ტურის მონაწილე 10 მოსწავლე გამოავლინა:
1. თათია ინჯგია;
2. ლიზი ჯავახაძე;
3. ონისე თირქია;
4. მარიამ დარციმელია;
5. ანა შეწირული;
6. ქეთევან ხუნწარია;
7. თამარ აქუბარდია;
8. ნიკოლოზ შაბურიშვილი;
9. ნატალი ჩიტაია;
10. ქეთი გვარლიანი;
🔹 ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ, რომელიც ნოემბრის ბოლოს აჭარის რეგიონში გაიმართება. დაგეგმილ წერით სესიაზე მოსწავლეები ჟიურის წევრებთან ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.
🔹 იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტებმა კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა შექმნან ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად გამოიცემა. დასკვნით ეტაპზე კი გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
🔹 „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia– ის ერთობლივი ლიტერატურული კონკურსია, რომლის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და მათთან საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს.
🔹 კონკურსის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing

Share: