კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ქალაქ თბილისში არსებულ ბაგა-ბაღს “სინათლე” ეწვია და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრებთან ერთად, საყმაწვილო ჟურნალ “იალქნის” ახალი, 2020 წლის მე-3 ნომრები გადასცა.
საახალწლო საჩუქრები 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილ ბავშვების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაეცემათ.