ახალგაზრდული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით რეგიონალური ახალგაზრდული ფორუმები იმართება.
14 აგვისტოს ქალაქ ზუგდიდში გამართულ ფორუმში მონაწილეობა სსიპ “კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომაც” მიიღო.
რეგიონული ფორუმების მთავარი მიზანია: ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა “სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025” შემუშავების პროცესში.
რეგიონული ფორუმების მიმდინარეობისას ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ თემატურ სამუშაო ჯგუფებში, შეიმუშაონ რეკომენდაციები და ასევე, ორგანიზაციების გამოფენაზე წარადგინონ საკუთარი ორგანიზაცია.
ფორუმს ესწრებოდნენ საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ახალგაზრდები.
რეგიონული ფორუმების ორგანიზებით მიღებული გამოცდილება საფუძვლად დაედება ახალგაზრდულ საკითხებზე სტრუქტურირებული დიალოგის პლატფორმის შემუშავებას და დანერგვას, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდებსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურებს შორის, რეგულარულ ორმხრივ კომუნიკაციას სტრატეგიის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების პროცესში.