დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

„კავკასიურ სახლში“, მწერალ ნანა ქარდავას წიგნის: „ტფილისის აფხაზი გუბერნატორი“, პრეზენტაცია გაიმართა
სამშაბათი, der 6. აპრილი 2021
by

„კავკასიურ სახლში“, მწერალ ნანა ქარდავას წიგნის: „ტფილისის აფხაზი გუბერნატორი“, პრეზენტაცია გაიმართა

6 აპრილს „კავკასიურ სახლში“, მწერალ ნანა ქარდავას წიგნის: „ტფილისის აფხაზი გუბერნატორი“, პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ეთნიკურად აფხაზ გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს შეეხება, რომელიც 1883 წელს თბილისის ვიცე-გუბერნატორად, ხოლო 1889 წელს გუბერნატორად ინიშნება. გიორგი შერვაშიძემ ამ თანამდებობაზე რვა წელი დაჰყო და დედაქალაქის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
გამოცემა დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ ფარგლებში დაფინანსდა.
მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო მწერალთა კავშირის გადაწყვეტილება, ნანა ქარდავასთვის კულტურის ამაგდარის წოდების მინიჭების შესახებ.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრი დავით ფაცაცია, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და სხვა მოწვეული სტუმრები.

Share: