დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

იური ძიძიგურის სახელობის საკალათბურთო ტურნირი დასრულდა
პარასკევი, der 23. აპრილი 2021
by

იური ძიძიგურის სახელობის საკალათბურთო ტურნირი დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით გამართული იური ძიძიგურის სახელობის საკალათბურთო ტურნირი დასრულდა.
 აფხაზეთის ღია პირველობაში შეჯიბრი 20 პრილს დაიწყო და სამი დღის განავლობაში მიმდინარეობდა. მესამე ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს გუნდები: ქუთაისი და ვინგზი დაუპირისპირდნენ, თამაში ანგარიშით 44:47 ვინგზის გამარჯვებით დასრულდა და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. ფინალში კი, ერთმანეთს გუნდები : სოხუმი და თბილისი-ბასკეტი დაუპირისპირდნენ თამაში ანგარიშით 66:39 სოხუმის გამარჯვებით დასრულდა.
 ვულოცავთ სოხუმის გუნდს აფხაზეთის ღია პირველობაში ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.
 შეჯიბრში მონაწილეობა რვა საკალათბურთო გუნდმა მიიღო და მისი მიზანი: კალათბურთის პოპულარიზაცია და შემდეგი განვითარება, აფხაზეთის და ზოაგდად ახალგაზრდა თაობის ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება გახლდათ.
 ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს ჯილდოს სახით თასები, მედლები და ბურთი გადაეცათ, ხოლო შეჯიბრის საუკეთესო მოთამაშეს, ბომბარდირს, მცველს და ტურნირის აღმოჩენას სპორტული ინვენტარი.
 შეჯიბრს საქართველოს ეროვნული კატეგორიის არბიტრები მსაჯობდნენ.

Share: