დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

იალქანი №3, 2020
პარასკევი, der 25. დეკემბერი 2020
by

იალქანი №3, 2020

ჟურნალ „იალქნის“ რედაქტორი ნანა ჭანტურია:
„ამჯერად მოკლედ გიამბობთ „იალქნის“ უკანასკნელ ნომერში დაბეჭდილი პუბლიკაციბის შესახებ.
მუდამ საინტერესო რუბრიკებით გაჯერებულ „იალქანში“ გრძელდება ერეკლე მეფის 300 წლისთავთან დაკავშირებული წერილები. მკითხველი გაეცნობა საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოპოვებულ საინტერესო ინფორმაციას.
რუბრიკით „ჩემთანაც საქართველოს ვეძებ“ იბეჭდება იტალიელი პროფესორის – ფრანჩესკო ტრეჩის შთამბეჭდავი წერილი, რომელიც ექსკლუზიურად „იალქნისთვის“ დაიწერა. ავტორი ამბობს, რომ მას უყვარს „ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა“.
„იალქანი“ დატვირთულია სხვა მრავალი ექსკლუზიური მასალით: ამერიკაში მცხოვრები ქართველი გოგონას ნინო სტრონის მოთხრობას „სტვენა ორი თითით“, მარკ ტვენის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები, ნუნუ ჯანელიძის იგავები, ნანა ჭანტურიას ზღაპარი „დედის სხივუკები“.
უკვე 10 წელია, „იალქანთან“ ერთად საერთო ფაილში დევს ჟურნალი „აფქიოც“, კონა-კრებული ყველაზე პატარებისთვის. ის ისევ წარმოდგენილია ძალზე სახალისო გვერდებითა და რუბრიკებით.
იკითხეთ და დაუმეგობრდით „იალქანსა“ და „აფქიოს“. იალქნელები: ნანა ჭანტურია (რედაქტორი), ნუნუ ჯანელიძე (მხატვრული რედაქტორი), დალი მუხაძე (მხატვარი და პასუხისმგებელი მდივანი) და ვახტანგ ზაქარაია (დიზაინერ-დამკაბადონებელი).
მომავალ შეხვედრამდე!“

Share: