თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლის, „ ირმის შვილი“ ჩვენება გაიმართა
თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, სოხუმის გიორგი რატიანის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლის, „ ირმის შვილი“ ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლს 350- მდე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი ესწრებოდა. წარმოდგენის დასრულების შემდგომ კი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.