თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საახალწლო სპექტაკლის ჩვენება გაიმართა
თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, ეროვნული სასახლის თოჯინების თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლის, „პიტერ პენი“ ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლის ჩვენება ორ სესიად გაიმართა და მას 250-მდე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვი ესწრებოდა. წარმოდგენის დასრულების შემდგომ კი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.