დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში “აფხაზური ეზო” მოეწყო
ორშაბათი, der 7. ოქტომბერი 2024
by

თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში “აფხაზური ეზო” მოეწყო

თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში “აფხაზური ეზო” მოეწყო.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, მოეწყო ტრადიციული კერძების დეგუსტაცია, გასტრონომიული და კალიგრაფიის მასტერკლასები. „აფხაზურ ეზოში“ ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსის, ფოტო მასალისა და ბეჭდური გამოცემების გამოფენა.
დასასრულს სტუმრების წინაშე, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, მასთან არსებული ბავშვთა ანსამბლი „ოტობაია“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“, რომლებმაც აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულეს.

Share: