თავისუფალ ჭიდაობაში ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში, თავისუფალ ჭიდაობაში, ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო ტურნირის მონაწილე ორი ახალგაზრდა სახელობითი თასით დაჯილდოვდა.
ზემოაღნიშნული ტურნირი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციასა და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას.