აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ასოციაცია „იმედის“ ინიციატივით, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების და ახალგაზრდა გოგონების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.