ვ. არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ვ. არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. აქვე შედგა კრებულის – „აფხაზეთის სპორტული ქრონიკების“ შევსებული გამოცემის პრეზენტაცია, რომელშიც აფხაზეთის 250-ზე მეტი წარმატებული სპორტსმენის ბიოგრაფიაა თავმოყრილი.
გამარჯვებულებს ჯილდოები აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ ბეჟან ნემსაძემ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ანი კიტიამ გადასცეს.
მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლუკა ღვინჯილია, მარიამ მურღვლიანი, სარა ბენდელიანი, ნათია გადელია, ლუკა სილაგაძე, გურამ ვეკუა, ნიკა კვეკვესკირი და ირმა ხეცურიანი დასახელდნენ, ხოლო სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო კობა გეგიასა და თენგიზ ნორაკიძეს გადაეცათ.
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს, სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების საფუძველზე, საგანგებოდ შექმნილი კომისია ავლენს.