დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ლიტერატურული კონკურსის, „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
სამშაბათი, der 24. დეკემბერი 2024
by

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ლიტერატურული კონკურსის, „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა აფხაზეთზე, მოვუყვეთ ისტორიულ-კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.
ლიტერატურული კონკურსის ინსპირაცია გახდა მწერალ ირაკლი შამათავას მიერ შედგენილი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნი (რედაქტორი: ინა არჩუაშვილი; კონსულტანტი: ირმა ბერიძე; მხატვარ-ილუსტრატორი: მამუკა ტყეშელაშვილი) “ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“. ამ წიგნს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებთ – ახალ თაობას ისტორიული კონტექსტების გათვალისწინებით ველაპარაკოთ მშვიდობის ფასეულობაზე.
ლიტერატურული კონკურსი წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, მეოთხედ განხორციელდა. პროექტზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მასში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რაც კონკურსს მეტად მასშტაბურს და საინტერესოს ხდის.

Share: