დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 1 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-ჯერსიში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქართული კულტურის ცენტრის მიერ გადაღებული კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა. პარალელურად ქართული სამოსის გამოფენა მოეწყო, ხოლო საღამო მუსიკალურად გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ გააფორმა.
ქართული დიასპორის მხრიდან შეერთებულ შტატებში მსგავსი საღამოს გამართვა, მიზნად ისახავს, ახალგაზრდა თაობაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას და მეგობრული კავშირების აღდგენას.

Share: