ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, სოსო დოლიძისა და ვალერი ოთხოზორიას პროექტის – „ახალი დროების ძიებაში“ ფოტოგამოფენა მიმდინარეობს
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, სოსო დოლიძისა და ვალერი ოთხოზორიას პროექტის – „ახალი დროების ძიებაში“ ფოტოგამოფენა მიმდინარეობს.
6 თვის განმავლობაში ფოტოგრაფმა სოსო დოლიძემ და დრამატურგმა ვალერი ოთხოზორიამ სიღრმისეულად გამოკითხეს 30-მდე დევნილი პიროვნება. გამოფენისთვის საბოლოოდ შეირჩა 21 ფოტოსურათი, შესატყვისი მცირე პოეტური ტექსტით.
გამოფენა 7 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება.