აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ ექიმ ქალბატონებს აფხაზეთიდან 8 მარტი მიულოცეს, სიმბოლური საჩუქრები და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები გადასცეს.
ზემოაღნიშნული კამპანიის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების მეტი მხარდაჭერა და მათი პოპულარიზაცია საზოგადოების ფართო წრეებში.
ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.